top_leaderboard
left_sabechdi

მოსკოვში პატიმრობა მიუსაჯეს სტუდენტს, რომელმაც WI-FI-ის ქსელს „დიდება უკრაინას“ დაარქვა

მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ოლეგ ტარასოვს, რომელმაც საერთო საცხოვრებლის WI-FI-ის ქსელს Slava Ukraine (დიდება უკრაინას) დაარქვა.

სტუდენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია 7 მარტს გამოქვეყნდა, რის შესახებაც თავდაპირველად Telegram არხზე „Осторожно, новости“ გახდა ცნობილი.

არსებული ცნობით, ტარასოვი დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში.

„მან ოქტომბერში ახალი როუტერი იყიდა. მარტში შსს-ის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს ქსელის სახელწოდებას. სტუდენტს Wi-Fi-ს როუტერი, როგორც დანაშაულის საგანი, ჩამოერთვა“, – ნათქვამია სასამართლო დადგენილებაში.

მედიის ცნობით, ოლეგ ტარასოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობს.

ცნობისთვის, რუსეთის იუსტიციის სასამართლომ ლოზუნგი „დიდება უკრაინას“ და საპასუხო გამოთქმა „დიდება გმირებს“ მიმდინარე წლის იანვარში აკრძალა, როგორც „უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციების სიმბოლო“.

„სლავა უკრაინი“, უკრაინული პატრიოტული მისალმებაა, რომელსაც პასუხობენ სიტყვებით „დიდება გმირებს“. 2018 წელს, უკრაინის რადამ „Слава Украине!“ – “Героям слава!” ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული პოლიციის ოფიციალურ მისალმებად დაადგინა. ამ ფორმით, უკრაინაში საბჭოური მისალმება – Здравствуйте, товарищи” (გამარჯობა, ამხანაგებო) და პასუხი – “Желаем здоровья” (ჯანმრთელობას გისურვებთ) ოფიციალურად ჩანაცვლდა.

ასევე იხილეთ