top_leaderboard
left_sabechdi

რონალდო: საუდის არაბეთში ასე აღარ მოვიქცევი

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთში დისკვალიფიკაციის შემდეგ შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ “ცუდად აღარ მოიქცევა”. ალ-ნასრის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, მოედანზე მისი მხრიდან უხამს ჟესტებს ვეღარ ვნახავთ.

“სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს ადრეც პატივს ვცემდი და მომავალშიც ასე იქნება. რასაც ხალხი ხედავს და აღიქვამს, ყოველთვის სწორი არ არის,” – განმარტა რონალდომ პრესკონფერენციაზე, – “როგორც უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ასეთ რამეებს ამ ქვეყანაში აღარ გავაკეთებ, მაგრამ ევროპაში ასეთი რაღაცები ნორმალურია.”

CR7-მა ასევე აღნიშნა: “ხანდახან, ემოციები და დაძაბულობა მატჩის დროს გვაიძულებს, შეცდომები დავუშვათ.”

თებერვლის ბოლოს, ალ-შაბაბთან გასვლით მატჩში, კრიშტიანო პენალტით გატანილი გოლის გარდა უხამსი ჟესტით გამოირჩა, რის გამოც დისკვალიფიკაციით დაისაჯა. საფინალო სასტვენის შემდეგ, თანაგუნდელების გარემოცვაში რონალდომ მარცხენა ხელი ყურზე მიიდო და ტრიბუნებს პროვოკაციული სახით გახედა. ამ დროს, ტრიბუნებიდან “მესი, მესი” შეძახილები ისმოდა. კრიშტიანო ოდნავ დაიხარა და მარჯვენა ხელით ჟესტი გააკეთა:

ასევე იხილეთ