top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ამილახვარი: შემდეგი კვირიდან სტუდენტებთან დავიწყებთ შეხვედრას და დაახლოებით ერთი თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბებული კონცეფცია გვექნება, თუ როგორ უნდა შეირჩეს ეს 2000-3000 სტუდენტი ფასიანი სტაჟირებისთვის

გაცილებით უკეთესი სტატისტიკური მონაცემები შეგვიგროვდა ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა და 2000-დან 3000-მდე სტუდენტს ფასიან სტაჟირებაზე თავისუფლად დავაკმაყოფილებთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც პრემიერმინისტრმა გაახმოვანა და ჩვენს უწყებას დაევალა ამ საკითხის დაორგანიზება. ჩვენ უკვე პირველადი სტატისტიკური ინფორმაცია შევკრიბეთ სახელმწიფო საჯარო უწყებებიდან და კერძო სექტორთანაც გვინდა ამ საკითხზე მუშაობა. გაცილებით უკეთესი სტატისტიკური მონაცემები შეგვიგროვდა ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა და თავისუფლად 2000-დან 3000-მდე სტუდენტს ფასიან სტაჟირებაზე დავაკმაყოფილებთ. ახლა არის შემდეგი ეტაპი, როდესაც დასაგეგმია კონკრეტული კრიტერიუმები, პროცესის ორგანიზების ეტაპები, რომელიც ზაფხულში უნდა განხორციელდეს და არ გვინდა, რომ ეს ჩვენ დამოუკიდებლად გავაკეთოთ, არამედ გვინდა, რომ შევთავაზოთ სტუდენტებსაც ამ პროცესში ჩართულობა. ჩვენ უახლოეს მომავალში, შემდეგი კვირიდან ამ საკითხზე ჩართულობის კუთხით სტუდენტებთან დავიწყებთ შეხვედრას და დაახლოებით ერთი თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბებული კონცეფცია გვექნება, თუ როგორ უნდა შეირჩეს ეს 2000-3000 სტუდენტი ფასიანი სტაჟირებისთვის, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან დავიწყებთ და 4 სრული თვე გაგრძელდება“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ასევე იხილეთ