top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: კეზერაშვილის გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, ხოლო მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც დავით კეზერაშვილს ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

„საუბარი არ არის მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ეს ყველაფერი ერთად არის შეკრებილი და ამასთან დაკავშირებით ვიზის გაცემისგან თავს იკავებს აშშ. სამართლებრივი ნაწილი მოჰყვა როგორც ვიზის პროგრამას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. მან ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უფრო დროის მოგების მიზნით, ვინაიდან ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მისი ფანდი, თუმცა ფაქტია, რომ მისი გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

 

 

ასევე იხილეთ