top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი მელია-გვარამიაზე: თითქოს ეს არის მესამე პლატფორმა

მელია და გვარამია პარტიის სათაურით ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც რაღაც ახალი შექმნეს, თუმცა ეს ფუჭი მცდელობებია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გვარამიას და მელიას პარტიას იგივე შანსები აქვს, რაც „ნაცმოძრაობას“.

„ეცადნენ, რომ საზოგადოების რომელიმე ფენა დაერწმუნებინათ იმაში, რომ ეს არ არის „ნაცმოძრაობა“ და არის რაღაც ისეთი წარმონაქმნი, რომელიც უპირისპირდება „ნაცმოძრაობას“, არის მესამე პლატფორმა და ა.შ. ფუჭად აკეთეს ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ სათაურით მაინც ჩაუდონ ვინმეს გონებაში, რომ მართლაც რაღაც ახალია. რა შანსებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავენაირად შეიძლება ვისაუბროთ იმ ანასხლეტებზე, რაც „ნაცმოძრაობისგან“ იყო ბოლო პერიოდში გამოყოფილი“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ 11 მარტს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება 4, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება.

ასევე იხილეთ