top_leaderboard

თუ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეა მომატებული

მაღალ ქოლესტერინს არ აქვს სპეციფიკური სიმპტომები და მისი დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სისხლის ანალიზით. თუმცა, პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელთაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. მაღალმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების განვითარება, სახელდობრ: ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა.

სწორედ ამიტომ, ყურადრება უნდა მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის ადრეულ გამოვლენაში და შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის არიდებას.

კიდურების დაბუჟება და შეშუპება

კიდურების დაბუჟება და შეშუპება მაღალი ქოლესტერინის ერთ-ერთი საწყისი სიმპტომია. დაბუჟებასა და შეშუპებას იწვევს ის ფაქტი, რომ დაგროვილი ლიპიდები ხელს უშლის სისხლის კარგ მიმოქცევას და მცირდება კუნთებისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება.

ჰალიტოზი

ჰალიტოზი, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მიგვანიშნებს ჭარბ ქოლესტერინზე. ჭარბმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები, რასაც შედეგად მოჰყვება პირის ღრუს გამოშრობა  და უსიამოვნო სუნი.

მუცლის შებერილობა და საჭმლის მონელების დარღვევა

ცუდი ქოლესტერინის უკონტროლო დონე აფერხებს საჭმლის მონელებას და იწვევს მუცლის შებერილობას. სისხლსა და ღვიძლში ჭარბი ლიპიდები გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე და ხელს უშლის საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღებისას.

თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

არტერიებში ქოლესტერინის დაგროვებისას სისხლის მიმოქცევა უარესდება და ირღვევა უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდება. ეს იწვევს თავბრუსხვევას, წონასწორობის დაკარგვას, ძლიერ თავის ტკივილს.

მხედველობის პრობლემები

თვალის გაღიზიანება და ბუნდოვნად ხედვა შეიძლება შედეგი იყოს ქოლესტერინის მაღალი დონის.

ყაბზობა

არტერიებში ლიპიდების დაგროვება მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და აფერხებს ნაწლავის ფუნქციონირებას და იწვევს ყაბზობას.

ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში

აღნიშნული პრობლემა თითქმის ყოველთვის არის ექიმთან დაუყონებლივ კონსულტაციის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გულმკერდის ტკივილთან, უმეტეს შემთხვევაში ასოცირდება მაღალ ქოლესტერინთან.

ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე

მუდმივი დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, მოთენთილობა და ძილად მივარდნა შეიძლება შედეგი იყოს არასწორი  კვების, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობის, ავადმყოფობის ან ქოლეტერინის მაღალი დონის.

კანის დაავადებები

როდესაც სხეულს უჭირს ქოლესტერინის დონის რეგულირება, თავს იჩენს კანის სხვადასხვა დაავადებები. ეს მდგომარეობები ვლინდება წითელი ლაქების, ანთების და უსიამოვნო ქავილის სახით.

ასევე იხილეთ