top_leaderboard

კაშხალის მრავალფეროვანი სარგებელი

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი).

მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი მიმართულების ზრდასა და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში.
წყალსაცავების მრავალფუნქციურობა გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როდესაც მათ დანიშნულებად სწორედ კონკრეტული რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება იქცა. შედეგი თვალსაჩინოა: იგივე აშშ–ში, არიზონაში მდებარე წყალსაცავმა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ მთელი რეგიონის ეკონომიკა სწრაფად გამოაცოცხლა. ანალოგიური დატვირთვის ჰესები უხვად გვხვდება ალპებში, ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც ენგურჰესისა და ჟინვალჰესის სახით.

 

ასევე იხილეთ