top_leaderboard

როგორ მოვამზადოთ იდეალური სტეიკი: 6 რჩევა იდეალური გემოს მისაღებად

მრავალი სახის სტეიკი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია: რიბაი, სტრიპლოინი, შატობრიანი, ტიბოუნი და ტომაგავი. კარგად მომზადებულ სტეიკს ღრმა და მრავალფეროვანი გემო აქვს. გთავაზობთ იდეალური სტეიკის მომზადების ეტაპებს:

1. სწორად შეარჩიეთ ხორცი

2. შექმენით იდეალური გარემო სტეიკის მოსამზადებლად

გემრიელი სტეიკის მოსამზადებლად საჭიროა პირველ ეტაპზე ხორცი ოთახის ტემერატურაზე გააჩეროთ და არა მაცივარში. შემდეგ ხორცის ნაჭერი მარილსა და წიწაკაში ამოავლეთ.

3. ატრიალეთ ხორცი

როდესაც ხორცს შესაწვავად მოათავსებთ, დაადექით თავზე და მინიმუმ 2_3 ჯერ გადაატრიალეთ. თუ გურმანი ხართ დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ზეთი, მარილი და წიწაკა. გირჩევთ, ტრიუფელის მარილს და ლავანდაში გარეულ წიწაკას. სტეიკს შეგიძლიათ თან დაურთოთ ზღვის მარილით შეკმაზული ხლოპიები.

4. სწორად განსაზღვრეთ დრო

იმისთვის, რომ ხორცს სტეიკი უწოდოთ ცეცხლზე მინიმუმ 2 წუთი მაინც უნდა გააჩეროთ. ჩვეულებრივ, რესტორნებში ხორცის თითო მხარეს 5 წუთს უთმობენ.

5. არ შეცდეთ ,,გარნირის” შერჩევისას

სტეიკი სუფრაზე სოუსთან, სეზონურ სოკოსთან ან სალათასთან ერთად მიაქვთ. სოუსის მოსამზადებლად შეგიძლიათ აიღოთ კარაქზე დამზადებული ზეთი, დაუმატოთ მას ნიორი და ოხრახუში, ჩააწვეთოთ ტრიუფელის ზეთი და შეურიოთ მარილიანი წიწაკა გემოვნებით. მიიღებთ ჰაეროვან ჩილის. სუფრაზე მიტანის შემდეგ სტეიკს სოუსი მოასხით.

6. ღვინო?!

სტეიკს ძალიან უხდება წითელი ღვინო. თუ თქვენ საინტერესო ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ხორცთან ერთად ხილზე დამზადეული ღვინოც მიირთვათ.

 

DInner for two: sampler of steaks with sides

 

ასევე იხილეთ