top_leaderboard
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ქართველებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება პირველ რიგში კულტურული და ცივილიზაციით განპირობებული გადაწყვეტილებაა, რადგან ქართველებს გვწამს, რომ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზში, „ევროპის ახალი საზღვრების“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონზე და უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე.

2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის არის ფაქტობრივად კოპირებული იმ სახელმძღვანელო წიგნიდან, რომელიც 90-იანების დასაწყისში შეიქმნა. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა სხვისი ტერიტორიების კონტროლისა და დომინირების ამბიცია. ქართველებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება პირველ რიგში კულტურული და ცივილიზაციით განპირობებული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ ქართველებს გვწამს, რომ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. გარდა ამისა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია.

რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ჩვენ გვესმის, რომ ამჟამინდელ კონტექსტში ის აღმოსავლეთით ვერ გაფართოვდება, თუმცა, 16 წლის წინ საქართველოსა და უკრაინას შეჰპირდნენ ნატოს წევრობას და დღეს მჯერა, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. არ არსებობს კითხვები ნატოს ჯარებთან საქართველოს თავსებადობაზე. იმედია ეს ომი მალე დასრულდება და უკრაინა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ვფიქრობ, ამის შემდეგ ნატომ გამბედავი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ევროკავშირს, აქ სხვა სიტუაცია გვაქვს, რადგან არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არიან მზად ევროკავშირში წევრობისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან 5-6 წელიწადში დავაკმაყოფილებთ კრიტერიუმებსა და 2030 წლისთვის მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, საკითხავია, ევროკავშირი თუ იქნება მზად ახალი წევრების მისაღებად. ვფიქრობ, დასავლეთი, აშშ და ევროკავშირი იაზრებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ