top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დაჯგუფებას, რომელმაც მას ჩამოართვა პოლიტიკური მემკვიდრეობა, პარტია და თანამდებობა

“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, იმ იმედებთან ერთად, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე, მოიცავს ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ არის, რომ დღემდე იკვლევენ, ფიქრობენ, ასიათასებს უხდიან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომ გაარკვიონ რა მოხდება, სააკაშვილს თუ გამოუშვებენ და რა მოხდება თუ ციხეში დატოვებენ, “- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ძალიან უნდათ, რომ გათავისუფლდეს სააკაშვილი, რადგან იციან, რომ თვითონ არც რევოლუციის შანსი აქვთ და არც არანაირი მხარდაჭერა.

ერთი მხრივ, ძალიან უნდათ, რომ გათავისუფლდეს სააკაშვილი, რადგან იციან, რომ თვითონ არც რევოლუციის შანსი აქვთ და არც არანაირი მხარდაჭერა. ის 15 თუ 18 %, რაც დარჩათ თავიანთი კვლევებით, ალბათ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ეს იციან და მაგიტომ უნდათ მისი გათავისუფლება. მეორე მხრივ, იციან რომ მისი გათავისუფლება იქნება ძალიან დიდი ზიანი და ეს ყველაზე მეტად არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დაჯგუფებას, რომელმაც სააკაშვილს ჩამოართვა პოლიტიკური მემკვიდრეობა, პარტია, თანამდებობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ