top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ადეიშვილის ვიზიტებზე: რატომ უნდათ მოქალაქეებს ევროპაში? იმიტომ რომ, იქ პრინციპებს აქვს ფასი და წესები არის ყველასთვის – არ შეიძლება კანონის უზენაესობიდან ისეთი გადახვევები მოხდეს, რაც ჩვენ ვნახეთ

“ძალიან ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ ჩვენს ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან. იქნება ეს ევროკავშირი, აშშ თუ სხვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე საქართველო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად და აქ არანაირი კითხვის ნიშნები ამ ორი მიმართულებით არ არსებობს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს ეხებოდა.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მიერ გასამართლებული კრიმინალი რომ ჩამოვიდეს თბილისში და შეხვდეს მინისტრს, კომიტეტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის დელეგაციას. ინფორმაცია არ აქვთ ევროკავშირში, რომ ეს ადამიანი ძებნილი და გასამართლებულია? როგორ არ აქვთ, ძალიან კარგად აქვთ ინფორმაცია ადეიშვილზეც, კეზერაშვილზეც, სააკაშვილზეც და სხვებზეც, ვინც გადმოგვცეს, რამდენიმე ხომ გადმოგვცეს? ჩვენი რეაქცია ამან გამოიწვია – რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ, ის არც სხვამ არ უნდა გააკეთოს. რატომ უნდათ მოქალაქეებს ევროპაში? იმიტომ რომ, იქ პრინციპებს აქვს ფასი და წესები არის ყველასთვის. არ შეიძლება კანონის უზენაესობიდან ისეთი გადახვევები მოხდეს, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო შეცდომა და რაც უფრო მალე დაერქმევა ამას სახელი, მით უკეთესი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ