top_leaderboard
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ორ ცეცხლ შუა არიან

იციან საზოგადოების განწყობა, რომელიც ამ პროპაგანდის მიმართ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, მაგრამ ამავდროულად აქვთ პასუხისმგებლობები საკუთარი პატრონების და დავალებების მიმცემებისთვის, შესაბამისად ორ ცეცხლ შუა არიან, ამიტომ გაჩუმების გზა აირჩიეს”, – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„თუმცა მათ საზოგადოების წინაშე საბოლოოდ პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსებიდან, რომელმაც ლგბტ პროპაგანდა და ადამიანის უფლებები უნდა გამიჯნოს, ორი კვირა გავიდა. საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოსაზრებები ამ დრომდე არ მოუსმენია. იდეის მოწინააღმდეგეები, რომლებიც პროპაგანდას მოგონილს უწოდებენ, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბარს მას შემდეგ აპირებენ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ პოზიციით ოპოზიცია პროპაგანდის მხარეს დგას და ერთი-ერთში იმეორებს „თბილისი პრაიდის“ მოფიქრებულ და დონორებისთვის მიწერილ იდეას.

ასევე იხილეთ