top_leaderboard
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ფერმა-ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და  საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ფერმა-ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების  სამუშაოებს გაეცნენ.

1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის   უსაფრთხო  და კომფორტულ გადაადგილებას.

 

ასევე იხილეთ