top_leaderboard
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში ცვლილებებზე ვეტოს სახით გამოხატული სალომე ზურაბიშვილის დემარში მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული

„ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყოს გამყარებული კანონმდებლობით. იყოს სტაბილური და განახორციელოს საკუთარი ქმედებები და უფლებამოვალეობები იმგვარად, რომ ეს წაადგეს ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დემარში უწოდა.

„ნებისმიერი მისი ასეთი ინტერვენცია, რომელიც საფუძველს მოკლებულია, ბუნებრივია, არ იქნება ჩვენგან მიღებული და მით უმეტეს, ვეტოს სახით გამოხატული ეს მისი დემარში მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ჩვენ მიგვაჩნია მყარად, რომ ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყოს გამყარებული კანონმდებლობით. იყოს სტაბილური და განახორციელოს საკუთარი ქმედებები და უფლებამოვალეობები იმგვარად, რომ ეს წაადგეს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ეგრეთ წოდებული მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს. „მოტივირებულ შენიშვნებზე“ ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს და წინასწარი ინფორმაციით, მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარედგინა.

ასევე იხილეთ