top_leaderboard
left_sabechdi

ილია თოფურიამ UFC-ის ქამრის მოპოვებისთვის მიღებული თანხით „ბერი ანდრიას ფონდის” შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ლეგენდარული მებრძოლის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შედეგად მიღებული ანაზღაურებით „ბერი ანდრიას ფონდის” ერთ-ერთ შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ! შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია „EL Matador” თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ილიას დედა,  ინგა ჩვენი ჩვენი თინათინის, ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს. კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია. მრავალი წარმატება ილიას!“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ცნობისთვის, ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

27 წლის მებრძოლმა UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა.

ასევე იხილეთ