top_leaderboard
left_sabechdi

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმმა არა მხოლოდ შეინარჩუნა მზარდი ტურისტული მიმართულების სტატუსი, არამედ უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ევროპაში ოთხივე სეზონზე

“როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე და ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მასშტაბური პროექტები, რომლებიც ახლა აჭარაში ხორციელდება, ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა,” – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ბათუმის შემოვლითი გზა, ხულო-ზარზმის შიდასახელმწიფოებრივი გზა და განმარტა როგორ ემზადება რეგიონი ზაფხულისთვის.

„ბათუმმა არა მხოლოდ შეინარჩუნა მზარდი ტურისტული მიმართულების სტატუსი, არამედ უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ევროპაში ოთხივე სეზონზე. წელს ბათუმი ძალიან ბევრ ცნობილ კურორტთან ერთად, როგორც საფრანგეთში, ასევე ესპანეთში, დასახელდა ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად, ხუთეულში მოიპოვა ადგილი, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტულად იმ კეთილდღეობისთვის, რომელიც გვინდა აქ შევქმნათ ჩვენი მოსახლეობისთვის. ბათუმელები ყოველთვიურად ელოდებიან უფრო მეტ ტურისტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათი შემოსავლისთვის და დაგეგმილი პროექტებისთვის, სადაც ტურიზმს და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

ასევე იხილეთ