top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„NATOს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებსა და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაიხალა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATOს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ