top_leaderboard

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი „ჰამასისა“ და ისრაელელი ახალმოსახლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი „ჰამასისა“ და ისრაელელი ახალმოსახლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაუწესონ სანქციები ისრაელელ ახალმოსახლეებს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმისთვის და დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ჰამასის“ წევრების მიმართ.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა დათანხმდა სანქციების დაწესებას ისრაელელი ახალმოსახლეებისთვის.

„სამუშაო დონეზე მყარი კომპრომისი არსებობს და იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება სრულ მიღებამდე, მაგრამ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს“ – განუცხადა ჟურნალისტებს ბორელმა.

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის გაზრდის გამო.

დიპლომატების თქმით, უნგრეთმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია სანქციებს ისრაელელი ახალმოსახლეების წინააღმდეგ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიცვალა პოზიცია.

ასევე იხილეთ