top_leaderboard

„ლიბერთიმ“ „ტოპქარდის“ პორტფელი შეიძინა

„ლიბერთიმ“ „რებანკის“ პროდუქტი „ტოპქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ახალი პროდუქტის „ლიბერთის“ სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად, ორი თვის მანძილზე განხორციელდება. დღეიდან ამ პერიოდის განმავლობაში „ტოპქარდის“ მომხმარებლები კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ „რებანკის“ საცალო მომსახურებას, ხოლო ორი თვის შემდეგ, არსებული პირობებით ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკში“.

„ლიბერთის“ გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი „ტოპქარდი“, რაც „ლიბერთის“ უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია.

„ლიბერთის“ საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ „ლიბერთისა“ და „რებანკის“ გუნდის თითოეულ წევრს“, – აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი.

 

ასევე იხილეთ