top_leaderboard

ილია თოფურიამ სიმსივნით დაავადებული ბავშვის ოპერაცია დააფინანსა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა და ფონდის შვილობილები მოინახულა. თოფურიამ, რომელიც ფონდის კეთილი ნების ელჩია, გამარჯვებისთვის მიღებული თანხიდან ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

“MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის  UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია EL Matador თოფურია, როგორც კეთილი ნების ელჩი, განაგრძობს ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას და მუდმივად ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციას! ბერი ადრიას ფონდი და დედა თინათინი გულწრფელ მადლობას უხდის ჩემპიონს თანადგომისთვისა და კეთილ საქმეში მონაწილეობისთვის!” – ვკითხულობთ ფონდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამრის მოსაპოვებლად ლეგენდარული სპორტსმენი ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ილია ესპანეთში ცხოვრობს და ამ გამარჯვების შემდეგ ის პირველი ქართველი და ესპანელი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიპოვა. თოფურია 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ასევე იხილეთ