top_leaderboard
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: მოსამართლე მწყაზარი სახით რომ უსმენს ამ მანიაკის მონოლოგებს, ეს არის საქმის სასამართლო განხილვა?!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს სასამართლოში უფსკრულის, ავტომობილის და საბარგულის საქმეს განიხილავდნენ?!

და მოსამართლეც მწყაზარი სახით რომ უსმენს ამ მანიაკის მონოლოგებს, ეს არის საქმის სასამართლო განხილვა?!

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ არ აინტერესებს, მოსამართლე რას და როგორ აკეთებს?!

ხვალ ამ მანიაკმა სტრიპტიზი რომ მოაწყოს (ერთხელ ნაწილობრივ უკვე გაშიშვლდა!), მშვიდად უნდა შევხედოთ?!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ