top_leaderboard
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებზე: რომ ჰკითხო, ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრო-რუსობას, სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

„ამ პოლიტიკოსების თუ მავნებლების სახელი და გვარი ყველამ უნდა იცოდეს!!! დიახ, ეს ის ხალხია, რომლებიც, რომ ჰკითხო, ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრო-რუსობას, სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში „ქართული ოცნების“ რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

მისი განცხადებით, ვინც ამ პოლიტიკოსების მხარდამჭერი და მათ აზრების გამზიარებელია, ისინიც იგივენაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას

„აი, ამ პოლიტიკოსების თუ მავნებლების სახელი და გვარი ყველამ უნდა იცოდეს!!! დიახ, ეს ის ხალხია რომლებსაც,  რომ ჰკითხო ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრო-რუსობას, სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აქ კი ძალიან მარტივი ფორმულის წინაშე ვდგებით, ვინც ამ ხალხის მხარდამჭერი და ქომაგია, შესაბამისად მათ აზრების გამზიარებელიც გახლავთ, ისინიც ზუსტად  ისევე ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა, კეთილი ინებონ და ახსნან რატომ აკეთებენ ამას, დავიჯერო მხოლოდ ის იყო მათი მოტივაცია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ ქვეყანა წინ წავიდეს თუ საერთოდ არ უნდა ამ ქვეყნის წარმატება?! ასევე საინტერესოა, ეს ყველაფერი თვითონ მოიფიქრეს თუ ისევ მონურად აღასრულეს ვიღაც უცხოელის დავალება!“ – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ