top_leaderboard
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარაზიტების პოლიტიკაში მოღვაწეობა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული დემონტაჟი მოხდეს!

„ახლა რაღას იტყვიან, საქართველოს დეოკუპაციისადმი მიძღვნილი და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც, ქვეყნის შიდა პოლიტიკის ან ხელისუფლების მხარდამჭერი აქტი ხომ არ იყო?!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება ევრონესტზე ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ინიციირებული რეზოლუციის ბოიკოტირებას და აცხადებს, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სივრციდან სასწრაფოდ მოსაშორებელია.

„აი, რატომ უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა ამ პარაზიტებისგან. სახელმწიფოს დეკლარირებული მტრები არიან! ახლა რაღას იტყვიან, საქართველოს დეოკუპაციისადმი მიძღვნილი და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც, ქვეყნის შიდა პოლიტიკის ან ხელისუფლების მხარდამჭერი აქტი ხომ არ იყო?! ამიტომაც უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარაზიტების პოლიტიკაში მოღვაწეობა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული დემონტაჟი მოხდეს! ობიექტურად ძალიან კარგი რამ მოხდა – კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ მოახდინეს პოლიტიკური ლუსტრაცია. ასე გააგრძელეთ ბატონებო, ქართულ საზოგადოებას არჩევნებზე ძალიან გაუმარტივდება გადაწყვეტილების მიღება!“ – წერს ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ