top_leaderboard
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია

„დღეიდან ფაქტობრივი მაგალითით უკვე დასაბუთებულად – იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს: ვაშაძეს, წითლიძეს, კორძაიასა და ბოტკოველს, რომლებმაც ევრონესტში მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა და მათ რუსული საქმის მკეთებელ უახლესი ისტორიის მოღალატეებს უწოდებს.

„დღეიდან ფაქტობრივი მაგალითით უკვე დასაბუთებულად – იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს: ვაშაძეს, წითლიძეს, კორძაიასა და ბოტკოველს, რომლებმაც ევრონესტში მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა. დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა. ეს ის პოლიტიკოსები არიან რომლებმაც ამომრჩეველთა მიერ მათთვის განსაზღვრული ნდობის მანდატი მათ თავზე გადაახიეს (არაფრად ჩააგდეს რა ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული ევროინტეგრაციის მიზანი და პრინციპი). იცნობდეთ რეალურად რუსული საქმის მკეთებელ უახლესი ისტორიის მოღალატეებს!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ასევე იხილეთ