top_leaderboard
left_sabechdi

ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო  სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე და მასში მეწარმე ქალების მოსაზრებების გათვალისწინებაზე.

„ვაგრძელებთ ქალების სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრას. დღეს,  უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა მეწარმე ქალთა საბჭოსთან ამ ბოლო პერიოდში, რაც განპირობებულია იმით, რომ მრავალფეროვანი ბიზნეს წარმომადგენლობა აქვს ამ საბჭოს, ძალიან საინტერესო იდეები და მოსაზრებები აქვთ,  რიგ გამოწვევებზე და პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. აქედან გამომდინარე,  ჩავთვალეთ, რომ ამ შეხვედრაზე შეგვეძლო კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად განგვეხილა როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა რიგი დარგობრივი მიმართულებებით და გაგვეთვალისწინებინა ამაში ქალი მეწარმეების და ბიზნესის მფლობელების მოსაზრებები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ