logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს, იყენებ შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის ყველაზე უღირსი საქციელი
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:50

 

 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მხრიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანზე ძალადობას ეხმაურება:

 

“როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს, იყენებ შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის, ეს არის, არა მხოლოდ ყველაზე უღირსი და ამაზრზენი საქციელი, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა ამ ადამიანზე! დარწმუნებული ვარ, „ნაცების“ ამ “აქტივისტს” ეს ქმედება მოუწონეს მისმა პარტიულმა ლიდერებმა, სხვა შემთხვევაში, გაემიჯნებოდნენ. სინამდვილეში, ვინმეს კი არ დასცინით ასე, არამედ როგორი მოძალადეები და მავნებლებიც ხართ, მაგის ლუსტრაციას ახდენთ!

 

შშმ პირთა აქცია რომ დაარბიეთ, 2004 წლის 3 დეკემბერს, ეგეც გვახსოვს და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები რომ იყავით და ხართ, მაგასაც ვხედავთ კარგად. ამიტომ ხართ ქართული პოლიტიკის ფსკერზე და მალე ოპოზიციაშიც აღარ დარჩება თქვენი ადგილი, ისე გაგისტუმრებთ!

 

ამ ვიდეოს აუცილებლად გადავუგზავნით საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს. ამ ღირსეული ადამიანის დამცირებას არ შეგარჩენთ!” – წერს იონათამიშვილი

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner