logo_geo
eng_logo
მარი შათირიშვილი: წადით, რა, ტოლი ნახეთ, ვიდრე დავითაშვილის დატირებას გაითამაშებდეთ!
- +

4 დეკემბერი. 2020. 01:30

 

 

გუშინ, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.

 

როგორც ცნობილია,  დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ხელისუფლებამ აქცია ძალისმიერი მეთოდით დაშალა. დავითაშვილი წყლის ჭავლით დაშავდა.

 

მისი გარდაცვალების ფაქტს, ადვოკატი, მარი შათირიშვილი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ბევრი ადამიანი გლოვობს, თუმცა კობას გაჭირვება ძალიან ცოტა ადამიანმა მიიტანა გულთან და დაეხმარა.

 

ადვოკატის თქმით, დავითაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია.

 

„ისეთი ხალხი მოსთქვამს სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის გარდაცვალებას, რომ არ ვთქვა, უბრალოდ, არასწორი ვიქნები.

 

კაცი ბოლო რამოდენიმე თვე ღიად ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ფულზე იყო დამოკიდებული, რადგან მის გასახანგრძლივებლად ესაჭიროებოდა პრეპარტის გადასხმა, რაც, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 500 დოლარი ღირდა თვეში!

 

მარტო ჩემს ვოლზე ისეთები პოსტავენ, ეს თანხა მათთვის ერთი „უიქენდის“ ფული რომაა! ვინმემ გაიგონეთ კობას ეს სიტყვები?! ვიდრე იტყოდა, მიხვედით და კითხეთ, რა უჭირდა და რა უხაროდა?! – არა!

 

ესაა სიმართლე.

 

ნაცრეჟიმის არა – ის პირადად მიშა სააკაშვილის მსხვერპლი რომაა, ამას არ ჭირდება თქვენი შეხსენება, ისედაც ვიცით, მაგრამ 2007 წლის შემდეგ ვინ რამდენჯერ მოიკითხეთ და რამდენჯერ შესთავაზეთ დახმარება?!- არა!

 

მაშინ კი გახსენდებოდათ, პოლიტიკური ქულების დაწერას რომ ცდილობდით! ჰოდა, წადით, რა, ტოლი ნახეთ, ვიდრე კობა დავითაშვილის დატირებას გაითამაშებდეთ!“, - წერს ადვოკატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner