logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ის ქართველი ხალხისთვის უფრო მეტი და დიდი იყო ვიდრე პრეზიდენტი...
- +

3 იანვარი. 2021. 20:08

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„3 იანვარს მეტრო "დიდუბესთან" მრავალ ათასიანი მიტინგი შეიკრიბება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მხარდასაჭერად, რომელიც დღეებს ითვლიდა დამეხილ რუსთაველის პროსპექტზე...მეგაფონის ხმას ავტომატების კაკანით ჩაახშობენ და მოლოტოვის კოქტეილის ბოთლები მომიტინგეთა თავებზე აალდება....

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელიც სამუდამოდ გაეყინებათ ტუჩებზე ოცი წლის ყმაწვილებს: გივიკო რეხვიაშვილს, ლევან თაქთაქიშვილს, კახა არსენიძეს, ტრისტან ცერაძეს და გიზო ხატიაშვილს...

 

მიუხედავად სამხედრო ხუნტის მიერ დაწესებული კომენდანტის საათისა,9 აპრილის დაღუპულთა დაკრძალვების მსგავსად ამ ბიჭებს მთელი თბილისი გააცილებს უკანასკნელ გზაზე... გივიკოს დედა, ქ-ნი ჟანა რეხვიაშვილი სიცოცხლის ბოლო დღემდე სამართლიანობისთვის და მკვლელთა დასასჯელად იბრძოლებს, მაგრამ ამ ქვეყნიდან ისე წავა სამართალს ვერ იპოვის...

 

1992 წელს შობაც ქვემეხების ზათქით გათენდება, უჩვეულოდ განსხვავებულად და ტრაგიკულად, საქართველოს პრეზიდენტს ჰაუბიცების სროლით გააძევებენ და წითელ ხიდამდე მიჰყვებიან ხელში ჩასაგდებად... ეს ფოტო იჯევანშია გადაღებული, დევნილ პრეზიდენტს იზოლაციაში მოაქცევენ და გზა გროზნოსკენ აღმოჩნდება...

 

ზვიად გამსახურდია ვეღარასოდეს იხილავს მშობლიურ დედაქალაქს, მამისეულ კოლხურ კოშკს, რომელსაც გადაწვავენ "დემოკრატები"....მერე იქნება გროზნოდან დაბრუნება სამეგრელოში, ჯიხაშკარის უკანასკნელი დღეები, ძველი ხიბულა და ისევ ჯიხაშკარი....

 

სამი ათეული წლის შემდეგაც ჩვენმა ქვეყანამ ვეღარ მოიკეთა და დღემდე იშუშებს ნაიარევს, მაგრამ სულიერი ტრამვა ათასობით ადამიანისთვის მოუშუშებელი დარჩება სიცოცხლის ბოლომდე...

 

ზვიად გამსახურდიამ ახალი წლის დღეებში განაცხადა მე დევნილთან ერთად, პარტიზანი პრეზიდენტიც ვარო... თითქოს ხატოვნად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ ის ქართველი ხალხისთვის უფრო მეტი და დიდი იყო ვიდრე პრეზიდენტი...და ასეც დარჩება თავის ქრისტესმიერ ძმასთან მერაბ კოსტავასთან ერთად, როგორც სიმბოლო საქართველოს თავისუფლების!“ - წერს ირაკლი შონია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner