„მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს, კიდევ ბევრჯერ გავუზიარებთ ქვეყნის ავან-ჩავანს ერთმანეთს და კიდევ ბევრჯერ წავალთ ბრძოლაში - საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის “, - წერს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში და წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას გვამცნობს:
„და ვისაც ბრძოლა მხოლოდ იარაღით ხელში ტყვიების წვიმა გგონიათ - სცდებით - ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის - ღირსეული საქართველოსთვის, რომელიც სამწუხაროდ პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება - სადაც ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს
P.S. ბოდიში სიმართლისთვის....
P.P.S. თემოს ჯანმრთელობაში არაფერი შეცვლილა, სტაბილურ სიმძიმეს ვინარჩუნებთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა...“ - წერს ბესო ჩუბინიძე.