logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: რბილად რომ ვთქვა, მაკვირვებს ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსად წოდებულთა აზროვნების სტილი...
- +

4 აგვისტო. 2021. 01:41

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

„რბილად რომ ვთქვა, მაკვირვებს ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსად წოდებულთა აზროვნების სტილი, უფრო ხისტად რომ ვთქვა, ლოგიკის მწვავე დეფიციტი.

ამბობენ, IRI-ს დიდ პატივს ვცემთ, ვენდობითო, მაგრამ აი მის მიერ საველე სამუშაოების (გამოკითხვის) ჩამტარებელ ორგანიზაციას კი არაო.

კი მაგრამ, ეს ორგანიზაცია ხომ თავად IRI-მ შეარჩია, ესე იგი სრული ნდობა გამოუცხადა მას, და შენ რომ მას უნდობლობას უცხადებ, შესაბამისად თვლი, რომ IRI შეცდა. მაშინ რანაირად ენდობი მას? პატივისცემაზე არაფერს ვამბობ.

იქნებ დროა ეს დრომოჭმული და სულელური კლიშე შეცვალოთ და რომ იტყვიან call spade a spade“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner