logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სანქციების დაწესებისა და მათი გათვლების მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოდან არ გაიქცა და ქართველი ხალხი უფრო მეტად დაუდგა გვერდით, მაშინ რა გზა რჩება მის მოსაშორებლად?
- +

12 მაისი. 2022. 23:53

 

 

“ნაცებისა და არასამთავრობოების შემდეგ არენაზე პიანტკოვსკი გამოიყვანეს! რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინას ამოასუნთქებდა, ხოლო რუსეთს დაასუსტებდა,” -ასე აფასებს ორგანიზაციია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიმდინარე მოვლენებს.

 

როგორც კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, პიონტკოვსკი ივანიშვილის მოშორების თავისებურ გზას სთავაზობს უკრაინელებს.

 

,,ნაცებისა და არასამთავრობოების შემდეგ არენაზე პიანტკოვსკი გამოიყვანეს! რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინას ამოასუნთქებდა, ხოლო რუსეთს დაასუსტებდა.

 

მისი აზრით, ამ ყველაფერს ხელს უშლის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის არსებობა. გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩაბმის დამგეგმავი ძალები, ყველაფერს გააკეთებენ ამ „დიადი მიზნის“ მისაღწევად.

 

პიონტკოვსკი ივანიშვილის მოშორების თავისებურ გზას სთავაზობს უკრაინელებს - დააწესებინეთ ამერიკელებს სანქციები და ბიძინა საქართველოდან გაიქცევაო.

 

თუ ამ სანქციების დაწესებისთვის საბაბი ვერ მოიძებნა ან, თუნდაც საბაბის გარეშეც დაუწესეს სანქციები, ამით დაამტკიცებენ, რომ ნაცები,არასამთავრობოები, პაინტკოვსკი და ძმანნი მისნი სწორედ ამერიკის პოზიციას ახმოვანებენ.

 

დავუშვათ ასეც მოხდა, მაგრამ სანქციების დაწესებისა და მათი გათვლების მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოდან არ გაიქცა და ქართველი ხალხი უფრო მეტად დაუდგა გვერდით, მაშინ რა გზა რჩება მის მოსაშორებლად?

 

გზა, რომელიც ოდითგანვე მრავალჯერ ნაცადი და წარმატებულად განხორციელებულია - ტერორისტული აქტი!

 

ასეთი დასკვნის გამოტანა სრულიად საფუძვლიანი და ლოგიკურია, მით უმეტეს, როდესაც „დიადი მიზნის“ მიღწევას მსოფლიოს მმართველი ძალები ესწრაფვიან როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

 

ეს საფრთხე იმდენად რეალურია, რამდენადაც „დიადია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზანი.

 

ვისაც ეს ევალება, ალბათ იმან უნდა იზრუნოს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

ასე რომ, საქართველოს ომში ჩაბმის იდეის გამხმოვანებლებს (პიონტკოვსკისა და სხვებს) მადლობაც ეთქმით იმისათვის, რომ მავანთა ეს „დიადი მიზნები“ სააშკარაოზე გამოიტანეს და ქართული საზოგადოება უფრო ინფორმირებული გახადეს.

 

ნათქვამია, ვინც ინფორმირებულია, ის დაცულიაო. თუმცა, რამდენად არსებობს დიდი ძალებისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

ინფორმაციის გამავრცელებლებს, რა თქმა უნდა, არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ, მიზანში ამოღებული ივანიშვილის მუქარა ამოძრავებდათ”, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner