logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ლოკდაუნი არ იგეგმება, ხელმოცარულ ოპოზიციას „არგუმენტებად“ მანიპულაციები დარჩა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:08

 

 

მმართველ გუნდში უარყოფენ იმას, რომ არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის გამოცხადება იგეგმება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მხოლოდ მსგავსი მანიპულაციები დარჩა.

 

„ლოკდაუნი არ იგეგმება და ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენის მხრიდან. ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ მოახლოებულ არჩევნებზე, მეორე ტური თუკი იქნება სადმე საჭირო, ეს გამარჯვება კიდევ უფრო იქნება დამაჯერებელი და ძლიერი. აქედან გამომდინარე, თუ მხოლოდ ასეთ საკითხებზე მანიპულაციები დარჩა „არგუმენტებად“ ამ დესტრუქციულ და ხელმოცარულ ოპოზიციას, ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, როგორი განწირული არიან ისინი ძალიან სერიოზული და მათთვის მძიმე მარცხისთვის,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ განცხადებით ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურებზე გავლენის მოსახდენად 2 ნოემბრიდან ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner