logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რა დაასუსტებს გიორგი გახარიას?!
- +

23 ნოემბერი. 2020. 17:33

 

 

„ზოგი თანამდებობიდან მიდის, ზოგი მოდის, ზოგიც კერძო სექტორში გადადის“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლას.

 

მისი თქმით, ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიციები სუსტდება.

 

„გიორგი გახარიას და ჩვენს გარშემო საკმაოდ კარგი და ძლიერი ფიგურები არსებობენ. ნათია მეზვრიშვილი კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული, თავისი პრინციპულობით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რა დაასუსტებს მას? მთავრობის აპარატში ბევრი ადამიანია, რომელიც გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ინფორმაციისთვის, ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner