logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ნინო ბურჯანაძის ჭორვილის შესახებ განცხადებას არაეთიკურს უწოდებს
- +

13 იანვარი. 2021. 21:40

 

 

„ეს არ არის ეთიკური განცხადება“, - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ბიძინა ივანიშვილზე ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ადამიანს, რომელსაც მის საკუთარ მხარეში ცხოვრება უყვარს, ამაში არა თუ რაიმე უარყოფითია, პირიქით, ეს არის მოსაწონი და შესაქები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner