logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ფიქრობს, როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს
- +

25 თებერვალი. 2021. 14:17

 

 

„ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარი ევროკავშირის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებია.

 

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია, სავარაუდოდ, დიალოგზე მოწოდებებს არ გაიზიარებს.

 

„რასაკვირველია, ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ თავისი პოზიციები კონგრესშიც და სენატშიც, მათ არ შეუცვლიათ პოზიციები არასდროს მაშინ, როცა კაპიტოლიუმზე შეტევის დროს საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდათ და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. ეს არის რეალობა და როცა რეალობაზე ვმსჯელობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე და ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე. თუ სიტყვა შეშფოთებას ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას, მაშინ, როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.

 

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია ის, თუ როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, თუკი, ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას განაგრძობს, მე არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის თავის მომხრეებშიც და საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner