logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება
- +

13 აპრილი. 2021. 18:52

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.

 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება.

 

მათივე ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tan - ების ხელმძღვანელებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner