logo_geo
eng_logo
საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა - „ქართული ოცნების“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ვიდეორგოლს აქვეყნებს
- +

24 სექტემბერი. 2020. 18:41

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს აქვეყნებს.

 

განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2.5-ჯერ გაიზარდა: 2012 წელი - 0.7 მილიარდი ლარი; 2020 წელი - 1.8 მილიარდი ლარი;

 

საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;

 

მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 290 ლარიდან 975 ლარამდე გაიზარდა;

 

პროფესიული განათლების დაფინანსება 7-ჯერ გაიზარდა: 2012 წელი - 9 მილიონი ლარი, 2020 წელი - 63 მილიონი ლარი;

 

სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში და კერძო სასწავლებლებში პრიორიტეტულ პროგრამებზე;

 

პროფესიული განათლების მიღება 60 ათასზე მეტმა ადამიანმა შესძლო;

 

უმაღლესი განათლების დაფინანსება ოჯერ გაიზარდა - 73 მილიონიდან 150 მილიონ ლარამდე

 

აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო;

 

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 57%-ით გაიზარდა: 2012 წელი - 36.6 მილიონი ლარი, 2020 წელი 57.3 მილიონი ლარი;

 

სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვანთა ზოგად განათლებას.

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/

 

 

right_banner
არქივი
right_banner