logo_geo
eng_logo
გურჯაანში 3 ადამიანი დაჭრეს
- +

16 იანვარი. 2021. 00:15

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

 

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

 

დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, ორ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამ ეტაპზე უცნობია პირის ვინაობა, ვინც 3 ადამიანს ჭრილობები მიაყენა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner