NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი (SNMCMG2) უკვე შავ ზღვაშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო გემები უკრაინულ საზღვაო-სამხედრო ძალებთან ერთად წვრთნებს გამართავენ. წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო გემებიც მიიღებენ.
NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი თურქეთის „Sokullu Mehmet Pasa“-ს ფლაგმანის შემადგენლობაში შევა.
NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ნაღმსაწინააღმდეგო რუმინულ-ბულგარულ სწავლებაში სახელწოდებით „პოსეიდონი“ და წვრთნებს გამართავს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად.
ჯგუფი, სამხედრო წვრთნების გარდა, მოინახულებს საპორტო ქალაქებს კონსტანცას რუმინეთში და ოდესას - უკრაინაში.