logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
- +

1 მარტი. 2021. 11:51

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას, ასევე გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს.

 

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner