logo_geo
eng_logo
Pfizer-ი ინდოეთს დახმარების სახით 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს
- +

3 მაისი. 2021. 14:17

 

 

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი ინდოეთს დახმარების სახით 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს. ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

 

„მედიკამენტები, მათ შორის სტეროიდული პრეპარატები, ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების შესამცირებლად და ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება. Pfizer-ი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამჟამად კოვიდინფიცირებულია ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში და გააგრძელებს დახმარების გაწევას“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner