logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი სავარაუდო ჩანაწერებზე: ის, რომ გაკვირვებულია გახარია, თავისთავად იწვევს გაკვირვებას
- +

20 სექტემბერი. 2021. 11:18

 

 

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სავარაუდო ჩანაწერებზე პასუხისმგებლობა გადამდგარ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წევრებს ეკისრებათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გახარიას პოზიცია გაკვირვებას იწვევს.

 

„ის, რომ გაკვირვებულია გახარია, თავისთავად იწვევს გაკვირვებას, იმიტომ რომ კაცი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, შს მინისტრი და ვისაც უშუალოდ ევალებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ამ ჩანაწერებზე, კანონიერ და უკანონო მოსმენებზე, თუ ასეთ არსებობს, ეს ადამიანი არის დღეს მის გუნდში და პირველ რიგში მას უნდა ჰკითხოს რა არის ავთენტური, რატომ ხდებოდა ჩაწერა", - აცხადებს სუბარი.

 

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

 

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner