logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ
- +

5 დეკემბერი. 2021. 12:55

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“-დოზით იმუნიზაცია.

 

„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ. „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, რამდენადმე განსახვავებული რეგულაცია გვაქვს - „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ პირებს შეუძლიათ, აიცრან ამავე ვაქცინებით - „ბუსტერ“- დოზა გაიკეთონ. თუ ეს არის 60 წლამდე პირი, ეს დოზა ეკუთვნის 6 თვის შემდეგ. 60 წლის ზემოთ პირებში, 3 თვეშია დასაშვები „ბუსტერ“-დოზის გაკეთება. მათ ასევე, შეუძლიათ, „ფაიზერით“ აიცრან. ანუ, თუ გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და აიცრან „ფაიზერით“, ესეც დასაშვებია. რაც შეეხება „ფაიზერით“ აცრილებს, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, მესამე დოზა 6 თვის თავზე კეთდება. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ორი დოზით აცრილებს, ასევე შეუძლიათ ჩაიტარონ „ფაიზერით“ აცრა მესამე დოზის სახით, მეორე აცრიდან, 6 თვის შემდეგ. თავად „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner