logo_geo
eng_logo
10 საახალწლო და საშობაო ფილმი, რომელიც კლასიკად ითვლება
- +

2 იანვარი. 2020. 14:44

 

შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა. გთავაზობთ 10 საახალწლო ფილმს, რომელიც კლასიკად ითვლება.

 

  1. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“

 

ჯადოსნური ქვეყანა ჰუვილი ფიფქის შიგნითაა. ჰუვილში ცხოვრობენ „ჰუები“, კატის სახიანი მუტანტი ხალხი. ჰუებს ძალიან უყვართ შობა, გრინჩისგან განსხვავებით, რომელიც ჰუვილითან ახლოს ცხოვრობს და გეგმავს შობის მოპარვას ჰუვილელებისგან, რომლებსაც იგი ვერ იტანს. პატარა ბავშვი სინდი ლიუ კი გრინჩთან დამეგობრებას გადაწყვეტს. 

 

  1. „ბეტმენის დაბრუნება“

 

ჯოკერის დამარცხების შემდეგ ბეტმენს მოუწევს ქალ-კატასთან და „პინგვინთან“ გამკლავება.

 

  1. „ცუდი სანტა“

 

შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი კი მათ ჩანაფიქრს მიხვდება. 

 

  1. „ელფი“

 

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

 

  1. „გრემლინები“

 

პატარა მომხიბვლელ ცხოველს გრემლინს გულისაჩუყება ქვისთვისაც შეუძლია. თან მას უნაკლო სმენა აქვს! ოღონდ ფრთხილად იყავით: ის მზის შუქისგან შეიძლება დაიღუპოს. მისი დასველება არ შეიძლება და რა მოხდება, თუ მას 12 საათის შემდეგ საჭმელს აჭმევთ? ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.

 

  1. „სასწაული 34-ე ქუჩაზე“

პატარა ბავშვებს გულწრფელად სჯერათ საოცრებების და ყოველთვის ელიან წელიწადში ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის დადგომას. ექვსი წლის სიუზანს კი, რომელსაც მამა არ ჰყავს, არ სჯერა, რომ სანტა კლაუსი – ნამდვილი ჯადოქარია.

 

  1. „მარტო სახლში“

 

რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ , რაც საშობაო არდადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. საყვარელი, ცელქი კევინი თავს იცავს სასაცილო მახეების დაგებით, ამასობაში კი გაგიჟებული დედამისი სახლში დაბრუნებას ცდილობს.

 

  1. „ახალი საშობაო ზღაპარი“

 

დადგა შობა... თუმცა, ამ ჯადოსნური დღესასწაულის ძალებს ზოგიერთი ადამიანის ყინულის გულის გალღობა არ შეუძლია... ასეთი გამოუსწორებელი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ფილმის გმირიც - მაგნატი ფრენკ კროსი. 

 

  1. „ედვარდ მაკრატელხელება“

 

„ედვარდ მაკრატელხელება“ ტიმ ბარტონის და ჯონი დეპის კლასიკური ნამუშევარია, სადაც პატარა ქალაქში, უცნაური, შეუმდგარი მეცნიერი ექსპერტი ჩადის. ამერიკის შუაგულის მცხოვრებლების და მათი უცხო ადამიანების მიმართ შიშის შესახებ გადაღებული სატირა. ჯადოსნური ზღაპარი მარტოობაზე, სწავლაზე და სიყვარულზე.

 

  1. „მისტერ მაგორიუმის საოცარი სამყარო“

 

ჯადოსნური სათამაშოების მაღაზიის ექსცენტრიკული მფლობელი ედვარდ მაგორიუმი, აპირებს, საქმეს ჩამოშორდეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო – რაც არ უნდა იყოს, 243 წელი შეუსრულდა. მისტერ მაგორიუმმა მაღაზიის მართვის 114 წლის განმავლობაში შეძლო მისი გადაქცევა დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნურ ადგილად, სადაც ყოველთვის ისმოდა ბავშვების ჟრიამული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner