logo_geo
eng_logo
თეა გვასალია: 120-ით რომ ვერ დავეწიეთ, გადარეულებმა დავურეკეთ დამრიგებელს…
- +

3 ივნისი. 2019. 00:32

 

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სასკოლო ექსკურსიებზე უბედური შემთხვევების გახშირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განათლების სამინისტროს ბავშვებისთვის უსაფრთხო მარშუტების შემუშავებისკენ მოუწოდებს.

 

განათლების სამინისტროში თუ წაიკითხავთ, კარგი იქნება. შარშან გომბორის გზაზე დაიღუპა ბავშვი, წელს ლაგოდეხის ნაკრძალში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, გულის კანკალით რომ არ გავუშვათ ბავშვები ექსკურსიაზე, (მე ვდებ ყველა საქმეს და მივყვები, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ამის დრო, ან რატომ უნდა დაყვებოდეს მშობელი ბავშვს ექსკურსიაზე!), არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულიროთ ეს ოხერი ექსკურსიები! პირველ რიგში ტრანსპორტია მისახედი. მხოლოდ მკაცრი ტექნიკური კონტროლის გავლის შემდეგ უნდა მიეცეს სატრანსპორტო საშუალებას ბავშვების გადაყვანის ლიცენზია და აეკრძალოს 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. მახსოვს ერთ ექსკურსიაზე, მანქანით მივყვებოდით მე და ერთი მშობელი ტყუპების კლასის „მარშუტკას“ და 120-ით რომ ვერ დავეწიეთ, გადარეულებმა დავურეკეთ დამრიგებელს, შეეხსენებინა მძღოლისთვის, რომ ბავშვები ეჯდა მანქანაში. და რაც მთავარია, მარშრუტებია დასადგენი. დასხედით და შეიმუშავეთ უსაფრთხო მარშრუტები, რომლიდან გადახვევაც სკოლებს აეკრძალებათ. რა უნდათ ბავშვებს მდინარეში, ტბებში და წყალსაცავებში1 არც საცალფეხო ბილიკებით მთებზე აფორთხება და იალბუზზე ფეხის დადგმაა საჭირო1 რამდენი შემეცნებითი, მაგრამ სრულიად უსაფრთხო და უწყინარი მარშრუტის შემუშავება შეიძლება იმგვარად, რომ ბავშვმაც ბევრი საინტერესო ნახოს და მშობელიც მშვიდად იყოს. თუ უჩემოდაც მიხვდით და მუშაობთ ამ თემაზე, ხომ კარგი, თუ არადა, არც ახლაა გვიანი დაწყება!“ – წერს თეა გვასალია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×