logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რაც კარგია იმასაც ვხედავ და რაც ცუდია - იმასაც! ბატონმა გახარიამ ლენტი გაჭრა და...
- +

17 ივნისი. 2019. 19:32

 

 

„რაც კარგია იმასაც ვხედავ და რაც ცუდია - იმასაც!“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებსს:

 

„უკვე 25 წელია პოლიტიკაში ვარ, რას არ გაუვლია ჩემ თვალწინ, მაგრამ ზვიადის ხელისუფლების შემდეგ ვერცერთი მინისტრი ვერ ბედავდა უცხოელების ზეწოლის წინააღმდეგ წასვლას!

 

ბატონმა გახარიამ ლენტი გაჭრა და კატეგორიული უარი უთხრა გეი-პრაიდის ჩატარებას! შსს ეს პოზიცია არათუ მისასალმებელია, არამედ პრეცედენტულია, იძლევა მაგალითს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენვე უნდა განვსაზღვროთ! არადა უცხოელების და მამათმავლების ზეწოლა მართლაც უპრეცედენტო იყო! ასე იცის ხალხის ურყევმა ნებამ და პოლიციის ეროვნულმა პოზიციამ! დღეს შსს-მ საბოლოოდ უთხრა უარი გეი-აღლუმის ჩატარებას!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner