logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: ანაკლიის კონსორციუმი 2016 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდანვე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს
- +

1 აგვისტო. 2019. 12:45

 

„ანაკლიის კონსორციუმი ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს“, - ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სახელმწიფო მზად უნდა იყოს, 2020 წლიდან თავად აიღოს პასუხისმგებლობა, ყველა ვალდებულება და თავად ააშენოს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, სტრატეგიული დანიშნულების პორტი.

 

„ანაკლიის კონსორციუმი, ფაქტობრივად, 2016 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდანვე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. უკვე 6-ჯერ მოხდა მათი გადავადება და ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის „სკანდალი“ დაიწყებოდა. ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე მთელ მსოფლიოში კარგად იციან, როგორც ჩვენმა მეგობრებმა, ისე მტრებმა. სახელმწიფოს რომ კარგად ესმის, რა სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ამ პორტის დროულად აშენებას და ექსპლუატაციაში შესვლას, ისიც ადასტურებს, რომ 2017 წლიდან დღემდე არაერთი დამატებითი ფინანსური თუ სხვა სახის ვალდებულება აიღო და დღესაც მზად არის, ყველაფერი გაკეთდეს პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

 

სამწუხაროდ, ანაკლიის კონსორციუმისთვის კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე ვალდებულების გადავადებამ, 2 წლით, 2022 წლამდე გადაწია პორტში პირველი ტვირთების მიღების ვადა. ამ ფაქტს თავად კონსორციუმი ადასტურებს, რაც ნამდვილად არ არის სასიხარულო ამბავი. ვფიქრობ, 2019 წლის ბოლომდე გადავადება უნდა იყოს ბოლო შანსი ანაკლიის კონსორციუმისთვის, შეასრულოს ვალდებულებები და დროულად დაიწყოს პორტის მშენებლობა. ამავდროულად, სახელმწიფო მზად უნდა იყოს, 2020 წლიდან თავად აიღოს პასუხისმგებლობა, ყველა ვალდებულება და თავად ააშენოს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, სტრატეგიული დანიშნულების პორტი“, - წერს ბოჟაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner