logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „TBCBANK Group PLC“-ში ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბრუნებისას ბანკის აქციები დავარდა, ხოლო გამოსვლისას 11%-ით გაიზარდა
- +

1 აგვისტო. 2019. 20:23

 

უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მას „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით საინტერესო მონაცემები გადასცეს. ამის შესახებ ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საინტერესო მონაცემები გადმომცეს: 6 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერიოზული ბრალდების გამო ხაზარაძე-ჯაფარიძე აქციონერთა საბჭომ „თიბისი ბანკის“ მმართველობას ჩამოაცილა, ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები 33 %-ით გაიზარდა; 24 ივნისს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი „TBCBANK Group PLC“-ში განაგრძობდნენ საქმიანობას, „თიბისი ბანკის“ აქციები კვლავ გაუფასურდა; 25 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ „TBCBANK Group PLC“-ის დატოვების შემდეგ კი „თიბისი-ს“ აქციების ღირებულება ისევ 11 %-ით გაიზარდა და სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა“, - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner