logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძის უარი ცქიტიშვილთან დებატებზე, ამსხვრევს სახელმწიფოს მიერ პროექტის შეფერხების მითს
- +

4 აგვისტო. 2019. 14:40

 

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის გამოსვლას აფასებს.

 

„შაბათს საღამოს ტელეკომპანია იმედის ეთერში, ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან ვიცე-პრემიერის, ქალბატონ მაია ცქიტიშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის-თითქოსდა პროექტის განხორციელებაში წარმოქმნილი შეფერხებები მთავრობის ხელისშეშლის შედეგია, ბრალდებების სრული აბსურდულობა. კონსორციუმის მიერ სატენდერო პირობების საშემსრულებლო ვადების 6-ჯერ გადავადება, და 11 მილიონის საჯარიმო სანქციების არ დაკისრება, პირიქით სახელმწიფოს მხრიდან ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების პროექტის სრულ მხარდაჭერაზე უფრო მიუთითებს.

 

რაც მთავარია, მთავრობამ ბანკების მხრიდან გასული წლის ბოლოს დამატებით წამოყენებული 8 წინადადებიდან, შვიდ პირობაზე, რაც პოლიტიკური რისკების დაზღვევას ითვალისწინებს, პრინციპულ შეთანხმებასაც კი მიაღწია, რომელიც სხვათა შორის სწორედ კონსორციუმის გასაკეთებელი იყო, სატენდერო პირობებიდან გამოდინარე და არა მთავრობის.

 

ვიცე-პრემიერის გამოსვლაში ასევე ხაზი გაესვა, რომ მთავრობა არ აპირებს, კომერციული რისკების თავის თავზე აღებას, რაც გულისხმობს როგორც ტვირთბრუნვის რისკის, ასევე სესხის უზრუნველყოფასაც. და რაც მთავარია, ამას, ტენდერის კონცეფციიდან და პირობებიდან გამოდინარე, არანაირი შეხება არა აქვს საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაზეც კონსორციუმი მუდმივად აპელირებს.

 

აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე თავად კონსორციუმს მოუწევს ინვესტორებთან შეთახმების მიღწევა, დაფინანსების მიღებაზე, როგორც კაპიტალის შესავსებად, ისე ბანკებთან უზრუნველყოფის ნაწილზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბანკების მხრიდან 400 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსის უზრუნველყოფის მოთხოვნა სწორედ კონსორციუმის და მასში წარმოდგენილი სუბიექტების არასათანადო ფინანსური კომპონენტის გამო დადგა დღის წესრიგში და არა არასაკმარისი სამთავრობო გარანტიების გამო!

 

ხაზარაძის მხრიდან, დებატში მონაწილეობაზე უარი ვფიქრობ, ბევრ რამეზე მიუთითებს და პირველ რიგში ამსხვრევს მის მიერვე შექმნილ მითებს, რომ ხელისუფლება, პროკურატურის სახით, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 17-მილიონიან ბრალდებაზე, სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხების და ჩაშლის მიზნით ედავება!“, - წერს ექსპერტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner