logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ?
- +

5 აგვისტო. 2019. 11:56

 

„საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? - პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ამით საზოგადოების ნაწილის მიერ პატრიარქის 4 აგვისტოს ქადაგების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

 

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.

 

„უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?

 

პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს. მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?

 

რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

 

პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.

 

საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეს სიტყვა დაადუმოს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა 4 აგვისტოს ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა“, - აღნიშნა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner